ზღვისუბანი

(გადამისამართდა გვერდიდან თემქა)

ზღვისუბნის დასახლება (ყოფ. ხევძმარის დასახლება, თემქის დასახლება) — უბანი თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიდამოებში.

სახელწოდება XX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა თბილისის წყალსაცავის („თბილისის ზღვა“) შექმნასთან დაკავშირებით, როდესაც „ზღვას“ უშუალოდ მოადგა ქალაქის განაშენიანებაც. ზღვისუბანი მოიცავს ლოტკინის გორის დასახლებას და ავჭალის მიმდებარე ტერიტორიას. საბჭოთა პერიოდში დღევანდელი უბნის ტერიტორიაზე აშენდა თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, რომლის სახელწოდების შემოკლების მიხედვით უბანსაც თემქას უწოდებდნენ. თემქის დასახლებას ჯერ ხევძმრის დასახლება, შემდეგ კი ზღვისუბნის დასახლება ეწოდა.

ზღვისუბნის მშენებლობა დაიწყო XX საუკუნის 60-იან წლებში. დაგეგმარდა 1971 და 1988 წლებში. შედგება ოთხი მიკრორაიონისაგან: I, III, IV, XI. I მიკრორაიონი მოიცავს IV, IX, X, Xა კვარტლებს, III მიკრორაიონი — I, II III, IV, V კვარტლებს, XI მიკრორაიონი — I, II, III კვარტლებს, IV მიკრორაიონი კვარტლებად არ იყოფა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კვირკველია თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბ., 1985

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება