თემურ კოხოძე
თემურ კოხოძე (დ. 2 მარტი, 1959, ბაღდათი) — ქართველი ინჟინერი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი 2008-2012 წლებში.
თემურ კოხოძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 მარტი, 1959 |
დაბადების ადგილი | ბაღდათი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
მეუღლე/ები | დიახ |
შვილ(ებ)ი | 3 |
bagdati.majoritarian.ge |
ბიოგრაფია
რედაქტირება1976-1978 წლებში მუშაობდა თერჯოლის რაიონის N2 ტრესტში მუშად. 1980-1982 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1988 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ინჟინრის სპეციალობით. 1989 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა კერძო საწარმოებში. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბაღდათის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თემურ კოხოძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თემურ კოხოძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)