თემისტო (თანამგზავრი)

თემისტო (ძვ. ბერძნ. Θεμιστώ), იუპიტერ XVIII, S/1975 J 1, S/2000 J 1ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. არ შედის იუპიტერის არცერთ ჯგუფში.

იუპიტერის თანამგზავრი თემისტო.

აღმოჩენილია 1975 წელს, ხოლო განმეორებით — 2000 წელს. სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიის მდინარის ღმერთის ინახის ქალიშვილის თემისტოს სახელიდან.

თემისტო პირველად აღმოაჩინეს ჩარლზ კოვალმა და ელიზაბეტ რომერმა 1975 წლის 30 სექტემბერს და აღმოჩენის შესახებ მოხსენებული იქნა 1975 წლის 3 ოქტომბერს[1]. თანამგზავრს მიენიჭა დროებითი სახელწოდება S/1975 J 1. თუმცა, დაკვირვებები არ იყო საკმარისი ორბიტის გამოსათვლელად და შემდგომში თანამგზავრი დაიკარგა. შემდეგ, 2000 წელს, აშკარად ახალი თანამგზავრი აღმოაჩინეს სკოტ შეპარდმა, დევიდ ჯუიტმა, იანგა ფერნანდესმა და ევგენი მაგნიერმა და დროებით დასახელდა S/2000 J 1[2]. მალევე დადასტურდა, რომ ახლად აღმოჩენილი ობიექტი შეესაბამებოდა 1975 წელს აღმოჩენილს[3].

შესაბამისი სახელი მიენიჭა 2002 წლის 22 ოქტომბერს[4].

  1. IAU Circular No. 2845 (1975-10-03). ციტირების თარიღი: 2009-06-15.
  2. IAU Circular No. 7525 (2000-11-25). ციტირების თარიღი: 2009-06-15.
  3. MPEC 2000 Y16 (2000-12-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2009-06-15.
  4. IAU Circular No. 7998 (2002-10-22). ციტირების თარიღი: 2009-06-15.