ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თემისტოკლეა (Θεμιστόκλεια) ან არისტოკლეა (Ἀριστοκλεία) —შემორჩენილი წყაროების მიხედვით, პითაგორას მასწავლებელი და მღვდელმსახური ქალი, ე.წ. დელფოს ორაკული, რომელიც დელფოს აპოლონის ტაძარში მისნად მოღვაწეობდა.[1] ის, ასევე, განიხილება, როგორც ერთ-ერთი პირველი ევროპელი ფილოსოფოსი, მიუხედავად იმისა, რომ VI საუკუნიდან მისი არცერთი ნაშრომი არ შემორჩენილა.[2]

დელფოსის ტაძარი, სადაც, მკვლევართა აზრით, თემისტოკლეა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

ცხოვრება

რედაქტირება

პითაგორას ერთ-ერთ ბიოგრაფიულ მიმოხილვაში, რომელიც წარმოადგენს წიგნის - სახელად „გამორჩეულ ფილოსოფოსთა ცხოვრება და ნააზრევები“ - ნაწილს, დიოგენე ლაერტელს მოჰყავს არისტოქსენეს ნააზრევი იმასთან დაკავშირებით, რომ თემისტოკლეა პითაგორას საკუთარ მორალურ დოქტრინებს უზიარებდა:[3]

არისტოქსენე ამბობს, რომ პითაგორამ მორალურ დოქტრინათა უმეტესი ნაწილი დელფელი მღვდლისგან, თემისტოკლეასგან მიიღო.

პორფირი (ახ. წ. 233–305) მას არისტოკლეას (არისტოკლეია) უწოდებს, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ის იმავე პიროვნებას გულისხმობს.[4] პორფირი კვლავ განიხილავს მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ პითაგორა მართლაც რომ თემისტოკლეას მოსწავლე იყო:[5]

მან (პითაგორა) შეისწავლა უამრავი რამ, რაც არისტოკლეა დელფოსელის დახმარებით მოახერხა.

X საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიული წყაროს, სვიდას თანახმად, ამ ქალ ფილოსოფოსს თეოკლეია უნდა ჰრქმეოდა. აქვე წერია, რომ ის უნდა ყოფილიყო პითაგორას ღვიძლი და, თუმცა, ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, მომდინარეობს დიოგენე ლაერციუსის არასწორი ინტერპრეტირებიდან:

თემისტოკლეა იყო VI საუკუნის მისანი ან დელფოს ორაკული აპოლონის ტაძარში, დელფოსში. ბერძნულად, თემისი აღნიშნავს ღვთაებრივ წესრიგს ან ბუნებრივ წესრიგს. ცნობილია, რომ ის იყო პითაგორას მასწავლებელი, დიდი სამოსელი მათემატიკოსისა, რომელიც თვლიდა, რომ მატერიალური სამყაროს მოქმედებები შესაძლოა რიცხვებით გამოისახოს.

მალევე, თემისტოკლეა იქცა ერთ-ერთ უძველეს ეპისტემოლოგიური მიდგომის არქეტიპად, რომელიც, ერთდროულად, აერთიანებს გამოცდილებას, გონიერებასა და ზებუნებრივ ძალას. როგორც დელფოსის უმთავრესი სამსხვერპლოს წინასწარმეტყველი, იგი ფლობდა სიღრმისეულ ცოდნას ისეთივე დარგებში, როგორებიცაა ბუნებისმეტყველება, ასტრონომია, მედიცინა, მუსიკა, მათემატიკა, მეცხოველეობა და ფილოსოფია. სწორედ ის გასცემდა რჩევებს თესვისა და მოსავლის აღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე, წამოწყებულიყო თუ არა საომარი მოქმედება, ან როდის დაქორწინებულიყო ესა თუ ის წყვილი.[6]

დიოგენე ლატერიუსის ნაშრომში, „გამოჩენილი ფილოსოფოსების ცხოვრება და მოსაზრებები, განყოფილებაში, რომელიც ეხება პითაგორას ცხოვრებას, დიოგენე ამტკიცებს, რომ არისტოქსენეს აზრით, პითაგორამ თავისი მორალურ-ეთიკური დოქტრინების უმეტესი ნაწილი დელფოსელი მღვდლისგან, თემისტოკლეასგან მიიღო.

  1. Mary Ellen Waithe, Ancient women philosophers, 600 B.C.–500 A.D., p. 11
  2. Lindemann, Kate. (2014-12-18) Themistoclea of Delphi fl. 600 BCE Moral Philosophy. ციტირების თარიღი: 2020-10-23
  3. Diogenes Laertius, Lives of Eminent Philosophers
  4. Gilles Ménage, (1984), The history of women philosophers, page 48. University Press of America. "The person who is referred to as Themistoclea in Laertius and Theoclea in Suidas, Porphyry calls Aristoclea."
  5. Porphyry, Life of Pythagoras, 41
  6. Linsley, Alice C.. (2014-02-08) Philosophers' Corner: Themistoclea of Delphi. ციტირების თარიღი: 2020-11-08
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თემისტოკლეა“-დან