თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია (შემოკლებით - თელმიკო) — ელექტრომიმწოდებელი კომპანია თბილისში.

თელმიკო
ტიპი ელექტრომიმწოდებელი კომპანია
დარგი ელექტრო მომარაგება
დაფუძნდა 2021 წლის 1 ივლისი
სათავო ოფისი თბილისი
პროდუქცია ელექტრო მომარაგება
საიტი telmico.ge

კომპანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების შედეგად შეიქმნა და 2021 წლის 1 ივლისიდან თბილისში 600 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 150 ადამიანი.

2021 წელს კომპანია მინფრასტრუქტურაში 1,7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამუშავდა თანამედროვე ქოლ-ცენტრი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღონ საჭირო ინფორმაცია რეჟიმში 24/7. გაიხსნა 6 მომსახურების ცენტრი.

2022 წელს კომპანია, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის ინვესტიციას აპირებს და გეგმავს ციფრული სერვისების განვითარებას.

სემეკთან ურთიერთობა

2021 წლის აგვისტოში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „თელმიკო“ 75 000 ლარით, ხოლო „თელასი“ 50 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიებმა მოქალაქეებს 2021 წლის ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი არასწორად დაარიცხეს. ჯარიმის გარდა, „თელმიკოსა“ და „თელასს“ დაევალათ, მოქალაქეებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დააკორექტირონ.[1]

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში