თელეთის მთავარანგელოზის ეკლესია
თელეთის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, სოფლის ჩრდილოეთით, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია, კუთხებიი ამოყვანილია მოზრდილი ზომის სუფთად ნათალი მოგრძო ქვიშაქვის ქვებით. კარ-სარკმელები გამოყვანილია აგურით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შეისრული თაღითაა გადახურული. ეკლესიის დარბაზი იმდენად მოკლეა რომ მისი განივი ღერძი 1 მეტრით აღემატება გრძივ ღერძს. აღმოსავეთით ღრმა აფსიდია, რომლის სამხრეთ გვერდი ოდნავ ნალისებრი მოხაზულობისაა. აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო კვადრატული ნიშაა. აფსიდი დადაბლებული პროპორციების კონქითაა გადახურული. ეკლესიის ფასადები მოურთვეოლია დასავლეთ ფასადის წყობაში ჩატანებულია ქვიშაქვის სამი მოგრძო ქვა. მათგან ორი შესასვლელის სამხრეთითაა, ერთი ჩრდილოეთით. ეკლესია დაბურული იყო ღარისებრი კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 130-131.