თელავის ჯვარპატიოსნის ეკლესია

თელავის ჯვარპატიოსნის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თელავის სამხრეთით, 2-3 კილომეტრზე, მდინარე მიწანწრის ხეობაში, მთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს,

თელავის ჯვარპატიოსანი
Telavis jvarpatiosani.JPG
თელავის ჯვარპატიოსნის ეკლესია — საქართველო
თელავის ჯვარპატიოსნის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°53′32″ ჩ. გ. 45°26′55″ ა. გ. / 41.89222° ჩ. გ. 45.44861° ა. გ. / 41.89222; 45.44861
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი

აღწერარედაქტირება

ეკლესია დარბაზულია (8,3 x 5 მეტრი). შეიცავს სხვადასხვა პერიოდის სამ სამშენებლო ფენას, რომლებიც ერთმანეთისგან როგორც საშენი მასალით, ისე დუღაბის ფერითაც განსხვავდება. შენობის თავდაპირველი ნაწილი, რომელიც კედლების სიმაღლის ნახევარზე მეტს მოიცავს, რიყის ქვის ირეგულარული წყობითაა ნაგები. კარ-სარკმლების ღიობების გამოსაყვანად და, აქა-იქ, კუთხეებში, გამოყენებულია ტლანქად დამუშავებული შირიმი. მოგვიანებით განახლებული ნაწილებიცც რიყის ქვისაა. ამ დროისაა ეკლესიის შიდა გადახურვაც. სულ ბოლოს ორივე ფრონტონი რიყის წვრილი ქვით აღუდგენიათ.

ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან შეისრულთაღიანია, შიგნიდან ხის ბრტყელი გადახურვა აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, აფსიდის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ქვედა ნაწილი მოგვიანებით ამოუშენებიათ. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიშენებულია კუბური ფორმის ტრაპეზი ღრმა, სწორკუთხა ნიშით წინა მხარეს. მეორე, მსგავსი მოყვანილობის ნაგებობა აფსიდის კედლის ჩრდილოეთ ბოლოშია. აგებული და აფსიდის მხრების ხაზიდან ორიოდე მეტრით წინაა წამოწეული.

ეკლესიის კედლებში კიდევ სამი სარკმელია: თითო-თითო გრძივი კედლების დასავლეთის ნაწილში, ხოლო მესამე - დასავლეთის კედლის ღერძზე, შესასვლელის ზემოთ. სამივე სარკმელს თარაზული გადახურვა აქვს. მათ შორის დასავლეთის სარკმლის ძირიც თარაზულია. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილია მცირე ზომის, სწორკუთხა ნიშა. ეკლესიის გრძივი კედლები მარტივი პილასტრების წყვილით ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა, რომელთაგანაც აღმოსავლეთის თითქმის ორჯერ მოკლეა დასავლეთისაზე. პილასტრებზე აგურით ნაწყობი, შეისრული ფორმის საბჯენი თაღია (გვიანდელია) დაყრდნობილი, მიუხედავად იმისა, რომ თაღი პალასტრის თანაბარი სიგანისაა, იგი მას ჩვეულებიამებრ კი არ უერთდება, არამედ აცდენილია. სამხრეთით, თაღის ძირი პილასტრის მიმართ ოდნავ აღმოსავლეთითაა გადაადგილებული, ჩრდილოეთით კი - დაშავლეთით, რაც დაუდევრობის შედეგს წარმოადგენს. დაუდევრადაა ნაწყობი კამარაც და კონქიც. კონქის თაღი შეისრულია. შეისრულია კამარაც. კედლები შიგნიდან და გარენად ტლანქადაა შელესილი. კედლებს ლავგარდანი არ გააჩნია, სახურავი დაბურულია კრამიტით.

ეკლესიას სამხრეთი მხრიდან მინაშენი ეკვროდა. ამჟამად იგი მთლიანად მიწითაა ამოვსებული და მხოლოდ აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლების გარეთა ნაწილებიღაა შემორჩენილი.

ლიტერატურარედაქტირება