თელავის საცხოვრებელი სახლი (ჭ. ამირეჯიბის 11)
არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე (№ 11). თარიღდება XIX საუკუნის მიწუ
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე (№ 11). თარიღდება XIX საუკუნის მიწურულით.
სახლი ერთსართულიანია აგურის შენობა გრძივი ფასადით ქუჩაზე გამოდის. ფასადი ხუთი ღობით რიტმულად არის დანაწევრებული. ფასადის ცენტრში სადარბაზოს ლითონისცხაურიანი, ხის კარია მოთავსებული რომლის აქეთ-იქით ორ-ორი სარკმელია. კარის თავზე ლითონის ორკალთა მარკიზია, კარიც და სარკმელებიც მშვილდისებრთაღოვანია. სარკმლის თავზე დეკორატიული ზღუდარებია გამოყვანილი. სახლს კბილანისებრი ფრიზი მიუყვება, რომლის თავზე მართხუთხა ნიშებით დანაწევრებული ჰარაპეტია. გვერდითი ფასადები აგურისაა და რიყის ქვის შერეული წყობით არის ნაშენი, ეზოს მხარეს ადრე არსებული, ხის აივანია ამოშენებული. შენობა გადახურულია თუნუქით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 85-86.