თელავის საცხოვრებელი სახლი (ნ. სულხანიშვილის 4)

არქიტექურული ძეგლი თელავში. რომელიც მდებარეობს ნიკო სულხანიშვილის ქუჩაზე (№ 4). თარიღდება XIX-XX მიჯ

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექურული ძეგლი თელავში. რომელიც მდებარეობს ნიკო სულხანიშვილის ქუჩაზე (№ 4). თარიღდება XIX-XX მიჯნით.

სახლი სულხანიშვილის ქუჩის აღმართზე დგას. საფასადო მხრიდან იგი სართულნახევრიანია, ეზოს მხრიდან კი ორსართულიანი. ქუჩისპირა ფასადი, კარ-სარკმლების ღიობებით,  სიმეტრიულადაა დანაწევრებული. ფასადის ცენტრში სადარბაზო კარია, რომლის ორივე მხარეს სამ-სამი სარკმელია გაჭრილი. სარკმლების ძირის დონეზე აგურით გამოყვანილი, ვიწრო თაროა. ნახევარსართულილავგარდნითაა გამოყოფილი, ფასადი დასრულებულია ლავგარდნით და მაღალი პარაპეტით, რომელიც მართკუთხა ჩაღრმავებებითაა დანაწევრებული. ასეთივე ჩაღრმავებებია სარკმლების ქვეშაც სადარბაზო კარი ხისაა, კვეთილობით მდიდრულად გაფორმებული. კარის გვერდებზე, კედელში, აგურით გამოყვანილი, მრგვალი სვეტებია. კარის ასწვრივ — ოდნავ შემაღლებული პარაპეტი, რომელიც აგურით გამოყვანილი, დეკორატიული მოტივითაა გაფორმებული.

ეზოს მხარეს, სახლის პირველი სართული მიწის დონეზეა, მეორე სართულზე ხის ძველი შემინული აივანია. მისი ერთი მხარე გამოდის სახლის მთავარ ფასადზეც. აივანს შენარჩუნებული აქვს ხის ძველი სვეტები და ჭვირული მოაჯირი. ეზოსკენ, სიღრმეში, აივანს ეკვრის გვიანდელი ორსართულიანი მინაშენი, შემინული აივნით. ქუჩის მხარეს ეზოს გასდევს რიყის ქვით ნაშენი გალავანი.

ლიტერატურა

რედაქტირება