თელავის საცხოვრებელი სახლი (ი. ჭავჭავაძის 127)

არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზირზე (№ 127). თარიღდება XIX საუკუნის შუ

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზირზე (№ 127). თარიღდება XIX საუკუნის შუა წლებით.

სახლი ორსართულიანია. ნაგებია ქართ. აგურით. ქუჩის მხრიდან ფასადი შელესილია ცემენტით. პირველ სართულზე , სავაჭრო რიგისათვის დამახასიათებლ, ორ თაღოვან არეში მოქცეულია სწორკუთხა ღიობები. მეორე სართულზე, ტიმპანიანი ორი კარი და ოთხი სარკმელია. ნახევარწრიული სათაურით, სათაურები ვიწროა და ერთმანეთს ბოლოებით ებმის მეორე სართულს, მთელ სიგრძეზე ხის, შეკიდული აივანი გასდევდა. შენობის გვერდითი ფასადები რიყის ქვისა და გაურის შერეული წყობითაა ნაგები. სახლის მეორე სართულს, ეზოს მხარეს, ხის სვეტებიანი, ჭვირული აივანი გასდევს, რომელიც ამჟამად შემინულია, პირველი სართულის წინ არსებული აივანი კი- ამოშენებულია. შენობა გადახურულია ოთხკალთა, კრამიტით დაბურული სახურავით.

ლიტერატურა

რედაქტირება