თელავის საცხოვრებელი სახლი (ი. ჭავჭავაძის 121)
არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზირზე (№ 121). თარიღდება XIX საუკუნის შუ
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზირზე (№ 121). თარიღდება XIX საუკუნის შუა ხანებით. სახლი ორსართულიანია. ნაგებია ძველი აგურით. მოგვიანებით შელესილია ცემენტით.
შენობა ჭავჭვაძის ქუჩის მხარეს განივი ფასადით გამოდის. პირველი სართული სავაჭრო დანიშნულებისაა. მეორე სართულზე ორი მარალი, სამყურა თაღით გადახურული სარკმელია. ორივეში სწორკუთხა ალათებია ჩასმული. ფასადი დასრულებულია სამკუთხა ფროტონით, ცალ მხარეს სახლს ალაყაფის კარი და მის თავზე შემინული შუშაბანდი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 121.