თელავის საცხოვრებელი სახლი (ი. ჭავჭავაძის 108)

არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზირზე (№ 108). თარიღდება XIX საუკუნის შუ

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზირზე (№ 108). თარიღდება XIX საუკუნის შუა წლებით.

სახლი ერთსართულიანია. ნაგებია აგურით. ქუჩის მხარეს მდებარე ფასადი სამკუთხა ფრონტონითაა დასრულებული. ფრონტონის სიბრტყე გაფორმებულია ორფერი აგურის ფიგურული წყობით. ფასადზე ბრტყელუ თაღით გადახურული ორი სარკმელი გამოდის. ორივე სარკმელი ბრტყელთაღოვან, საფეხურით შეღრმავებულ არეშია ჩასმული. წინკარის ნაწილში კვეთილობით დამუშავებული, ხის კარია, რომელიც ხის ჭვირულ აივანზე გადის. აივნის დეკორი ნაწილობრივ არის შერჩენილი. ინტერიერში შემონახულია ძველებური „წალო“ თახჩები.

ლიტერატურა

რედაქტირება