თელავის საცხოვრებელი სახლი (თეიმურაზ II-ის 9)
თელავის საცხოვრებელი სახლი (თეიმურაზ II-ის 9) — არქიტექურული ძეგლი თელავში. მდებარეობს თეიმურაზ II-ის ქუჩაზე (№ 9). თარიღდება XIX საუკუნის შუა წლებით.
სახლი ერთსართულიანია, ნახევარსარდაფიანი. ნაგებია აგურით. მისი კარ-სარკმლები მშვილდისებრი თაღითაა გადახურული. დაგვირგვინებულია მშვილდისებრივე, ორსაფეხურიანი სათაურით, რომელიც ვიწრო, ორსაფეხურიან თაროს ეყრდნობა. ხის აივანი სადაა. განივი ფასადები სამკუთხა ფრონტონითაა დასრულებული. გალესილია ცემენტით. სარდაფის სარკმლები მაღალი, სადა მშვილდისებრთღიანია. სახლის ერთ-ერთ განივ კედელზე მიყრდნობილია რიყის ქვით ნაგები, დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლის კედელი, რომელიც ეზოს გარს არტყია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 101.