თელავის საცხოვრებელი სახლი (თეიმურაზ ბაგრატიონის 5)
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას თეიმურაზ ბაგრატიონის ქუჩაზე (№ 5). აგებულია XIX საუკუნის I ნახევარში. ამჟამად ეკუთვნის საქართველოს საპატრიარქოს.
სახლი ორსართულიანია. მაღალი, შთამბეჭდავი ექსტერიერის მქონე ინტერიერი ნაწილობრივ ავთენტურია, შელამფული ჭერებითა და ხის იატაკებით. შენობა ეზოს სიღრმეში, ამაღლებულ ადგილზე დგას. თ. ბაგრატიონის ქუჩის მხრიდან მას კარიბჭიანი გალავანი ზღუდავს. სახლის პირველი სართულის კედელი მართკუთხა ღიობებით არის დანაწევრებული, რომელთა წინ აივნის საყრდენი, აგურის მრგვალი სვეტებია განთავსებული. მეორე სართულის ხის აივნის სვეტები ვიწროა, მოაჯირის დეკორი კი - სადა. მეორე სართულზე კარ-სარკმლების თავსართები რკალური მოხაზულობისაა და ნალექობით გამოყვანილი საპირეებით არის შემკული. ფასადისცენტრალურ ნაწილში, კარის თავზე, გამოსახულია ვარსკვლავში ჩასმული ანგელოზის რელიეფი, სახლს საკმაოდ მაღალი სარდაფი აქვს. შენობა გადახურულია კრამიტით. სახლი ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა ისტორიულ თელავში. იგი ყაზახაშვილებს ეკუთვნოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 93-94.