თელავის საცხოვრებელი სახლი (თეიმურაზ ბაგრატიონის 10)
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს თეიმურაზ ბაგრატიონის ქუჩაზე (№ 10). თარიღდება XIX საუკუნის I ნახევრით.
სახლი ერთსართულიანია, მაღალი ნახევარსარდაფით. ნაშენია ქართული აგურით, შემორჩენილია აივნის ხის დორიული სვეტები და ჭვირული მოაჯირი - თელავური ნახატით. სახლის სარდაფი თაღოვანია, დაყრდნობილია აგურის ოთხკუთხა სვეტებზე. სახლს, ქუჩის მხრიდან,შერეული წყობით ნაშენი ზღუდე-გალავანი საზღვრავს, რომლის ცენტრალურ ნაწილში, აგურის შეისრულ თაღში, ხის ალაყაფის კარია ჩამოსხმული.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 95.