თელავის საცხოვრებელი სახლი (ე. ახვლედიანის 7)
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ელენე ახვლედიანის ქუჩაზე (№ 7), თარიღდება XIX საუკუნის II ნახევრით.
მაღალი, ორსართულიანი სახლი ახვლედიანის ქუჩის აღმართის დასაწყისში დგას სახლის ფასადი მდიდრულოდა არის გაფორმებული ცრუ რუსტიკით, პროფილირებული პილასტრებით, დეკორატიული ლავგარდნებითა და ცენტრში ღიობის წინ ლითონის შეკიდული, ნაჭედი აივანია. ყველა დეტალი ცხადყოფს სახლის არქიტექტურის სიახლოვეს სახაზინო პროექტების მოთხოვნებთან ამით მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თელავის XIX-XX საუკუნეების მიჯნის არქიტექტურაში. სახლის ეხოს მხარეს, მთელ სიგრძეზე, ხის სვეტებიანი ჭვირული აივანი გასდევს, რომელიც შენობის კუთხეებს წრიულად უვლის ოთახების რიგი აივანზე გამოდის, შიდა გეგმარებით კი ერთიან ანფილადად იკვერება. სახლს ძველი აგურით ნაშენი, თაღოვანი სარდაფი აქვს ინტერიერებში შემორჩენილია შელამფული ჭერი ხის იატაკი, ძველი დარაბები, კარ-სარკმლების სახელურები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 87.