თელავის საცხოვრებელი სახლი (ე. ახვლედიანის 5)

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ელენე ახვლედიანის ქუჩაზე (№ 5) თარიღდება XIX საუკუნის II ნახევრით.

სახლი ორსართულიანია. ნაგებია აგურით, შელესილია თეთრად. კარ-სარკმლების მოხაზულობა სწორკუთხა. I სართულის ცენტრალურ ნაწილში ჭედური ჭიშკარია განთავსებული მარცხნივ ბოლოში კი სადარბაზოს, ლითონისცხაურიანი, ხის კარია. II სართულის საფასადო სიბრტყე ასევე სწორკუთხა, განიერი სარკმლებით არის დანაწევრებული ფასადის ცენტრალურ ნაწილში რკინის შეკიდულ აივანზე გამავალი კარია. ღიობების გადახურვის ცენტრში სოლისებრი ქვის მსგავსი ნალესი ელემენტია გამოყვანილი. შენობის პარაპეტი პილასტრებითაა დანაწევრებული პილასტრების კაპიტალები მკვეთრადა გამოკვეთილი. სახლს ეზოს მხარეს ხის ჭვირული აივნის მხოლოდ ნაწილი შემორჩა. შენობას მაღალი სარდაფი აქვს.

ლიტერატურა რედაქტირება