თელავის საცხოვრებელი სახლი (ე. ახვლედიანის 4)
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ელენე ახვლედიანის ქუჩაზე (№ 4). თარიღდება XIX საუკუნის შუა წლებით.
შენობა ერთსართულიანია. დგას მცირე სიმაღლის ცოკოლზე. ნაგებია რიყის ქვით და აგურით. შედგება ერთ მწკრივად განლაგებული, თითქმის თანაბარი ზომის სამი ოთახისგან, რომელთა ბლოკი, ეზოს სიღრმეში, მცირედ წაგრძელებული სწორკუთხედს ქმნის, ქუჩისკენ კი ვიწრო ფასადით გამოდის ეზოს მხარეს შენობის მთელ სიგრძეზე, აგურისსვეტებიანი აივანია. ოთახებში შესასვლელი აივნიდანაა. მათგან ორი ოთახი ერთმანეთისგან ტიხრითა გამიჯნული. ტიხარში კარია გაჭრილი, მესამე კი იზოლირებულია, შესასვლელი მასაც აივნიდან აქვს, სამივე ოთახში. აივნის მხარე, ორ- ორი სარკმელია გაჭრილი. განაპირა ოთახსს, ქუჩის მხრიდან კიდევ ორი სარკმელი აქვს. შენობის ზურგი ყრუა. ოთახებში თითო ნახევარწრიული ბუხარია. აივანი მხოლოდ ეხოს მხარესაა გახსნილი. გვერდებიდან კი კედლებითა შემოფარგლული. აივნის შესასვლელი ეზოს სიღრმეში მდებარე კედელშია მოწყობილი. მის წინ ორსაფეხურიანი კიბეა. ამ კედლის მოპირდაპირე მხარეს ნახევარწრიული, შვერილი თაროთი დასრულებული ბუხარია. ბუხრის გვერდით კი მცირე, სწორკუთხა ნიშაა. მოგვიანებით აივანზე ასასვლელად გრძივი ფასადის მხრიდან მიუშენებიათ ოთხსაფეხურიანი ქვის კიბე განუახლებიათ და თუნუქით გადაუხურავთ აივნის სახურავი, რომელიც ცალფერდაა და სვეტებზე გადებულ ხის ძელს ეყრდნობა. სახლის ფასადებთნ თავისი გაფორმებით გამოირჩევა ქუჩის მხარეს მოქცეული ფასადი მისი სიბრტყე დანაწევრებულია ოთხი გლუვი პილასტრითა და საფეხურით შეღრმავებული, სამი თაღოვანი არით მათ შორის განაპირებში სწორკუთხა სარკმელია ჩასმული, შუა კი ყრუა. პილასტრები დასრულებულია მაღალი, სწორხაზოვანი პროფილის კაპიტელით, რომელთა პროფილი პილასტრების გვერდებზე დარჩენილი კედლის სიბრტყეზე შეუცვლელად გადადის ფასადის ქვედა ნაწილში მთელ სიგრძეზე, ორი თაროა გამოყვანილი მათ შორის ზედა, სარკმელების ძირის დონეზე მდებარე ორსაფეხურიანია ხოლო ქვედა ერთსაფეხურიანი შენობის კედლებს ასრულებს აგურის საფეხუროვანი ლავგარდანი, რომლითაც გვერის ფასადებზე ფრონტონის არეში, სხვენის გასანიავებლად ორი, მრგავლი ღიობია. სახურავი ორკალათა, დაბურულია კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 86-87.