თელავის საცხოვრებელი სახლი (ე. ახვლედიანის 34)

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ელენე ახვლედიანის ქუჩაზე (№ 34). აგებულია XIX საუკუნის ბოლოსю

სახლი ერთსართულიანია, ნაგებია აგურით. ახვლედიანის ქუჩაზე გამოდის მთავარი, გრძივი ფასადით. ფასადი დანაწევრებულია ხუთი, სწორკუთხა სარკმლითა და სადარბაზო კარით, რომელსაც ლითონის მარკიზი აქვს გადახურული. კარი, მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი ნახატით, ოსტატურადაა დამუშავებული. სარკმლების აგურის ზღუდარების შუა ნაწილში, მაღალი კაპიტელით დასრულებული, ცრუ, სოლისებრი ქვებია გამოყვანილი. სარკმლების ქვემოთ სწორკუთხა, საფეხურით ჩაღრმავებული ნიშებია. ფასადი დასრულებულია დაბალი პარაპეტით, რომელიც დანაწევრებულია თანაბარი ზომის, ექვსი მოგრძო ნიშით, რომლებიც ორ საფეხურად შეღრმავებული, ორსაფეხურიანი, ხერხულა ფრიზითაა დაგვირგვინებული. ეზოს მხარე მთლიანად გადაკეთებულია. ამ მხარეს სახლი ორსართულიანია.

ლიტერატურა

რედაქტირება