თელავის საცხოვრებელი სახლი (ე. ახვლედიანის 30)

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ელენე ახვლედიანის ქუჩაზე (№ 30)ю თარიღდება XIX-XX საუკუნეების მიჯნით.

სახლი ერთსართულიანია. ნაგებია აგურით. აქვს ნახევარსარდაფი. ქუჩისპირა ფასადი სწორკუთხა მოხაზულობის საკმლებითა და ხის, სადარბაზო კარითაა დანაწევრებული. ნახევარსარდაფი გამოყოფილია ვიწრო ლავგარდნით. ნახევარსარდაფის კედელში დაბალი, ბრტყელი თაღით გადახურული სარკმლებია გაჭრილი. ფასადი დასრულებულია ლავგარდნით, რომლის ზემოთ პილასტრებითა და მათ შორის არსებული სწორკუთხა ჩაღრმავებებით დანაწევრებული, დაბალი პარაპეტია. ეზოს მხარეს მოქცეულ ფასადს საზეიმო იერს ანიჭებს ხის, ჭვირული აივანი. აივანს ეზოსკენ მომრგვალებული ფორმა აქვს. დღეს იგი შეფიცრულია. აივანზე ხის კიბით ავდივართ. აივნის მოაჯირი და თაღები ჭვირულია. აივანი ლაჟვარდისფრადაა შეღებილი. აივანზე გამოდის ოთახების კარ-სარკმლები. ოთახებში შემონახულია ხის ძე. იატაკი, შელამდული ჭერი, კარ-სარკმლების ალაფები. ოთახისა და აივნის კედლებზე შერჩენილია დეკორატიული მოხატულობის ფრაგმენტები. ნახევარსარდაფის წინ ღია ტერასაა, რომლის იატაკი ძველი აგურისაა. შენობა გადახურულია კრამიტით. თავისი პროპორციებითა და ფასადის გადაწყვეტით ეს სახლი ახვლედიანის ქუჩის საერთო განაშენიანებაში ორგანულადაა ჩართული.

ლიტერატურა რედაქტირება