თელავის საცხოვრებელი სახლი (ე. ახვლედიანის შესახვევი 5)

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ელენე ახვლედიანის I შესახვევში (№ 5). აგებულია 1890 წელს.

სახლი ორსართულიანია. ნაგებია აგურით და რიყის ქვით. თავდაპირველი სახე შეცვლილი აქვს. პირველ სართულზე აივანი შუშაბანდითაა შეცვლილი. შემორჩენილია მეორე სართულის აივნის საყრდენი, აგურის მრგვალი სვეტები. მეორე სართულზე ასვლა ძველი ხის კიბით შეიძლება, რომლის მოაჯირი სადა ორნამენტით არის შემკული. სართულზე ხის, წახნაგასვეტებიანი, მდიდრულად დეკორირებული, ჭვირული აივნებია განთავსებული. ეზოს მხარეს სახლი შელესილი ფასადით არის მიმართული. კარ-სარკმლების თავსართები რკალურია, ალათების რთული ნახატი ნასაზრდოებია კლასიცისტური ნიმუშებიდან. კედლებზე ლურჯი ფერის ნალესობის კვალია. სახლს ღირებული სარდაფი აქვს. შენობა გადახურულია კრამიტით. ეზოს მხარეს უსახური მინაშენებია.

ლიტერატურა

რედაქტირება