თელავის საცხოვრებელი სახლი (ერეკლე II-ის მოედანი 9)

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ერეკლე II-ის მოედანზე (№ 9). თარიღდება XIX საუკუნის დასაწყისით.

სახლი ორსართულიანია. ნაშენია რიყის ქვით და კვადრატული აგურით. კედლები ძირითადად, რიყის ქვისაა, რომელშიც თანაბარი ინტერვალებით, აგურის თითორიგიანი შრეებია ჩართული. კუთხეები და კარ-სარკმლების ღიობები გამოყვანილია აგურით. მთავარი ფასადი, ორივე სართულზე, შელესილი და შეღებილია. სახლის ორივე სართულზე ოთახები ერთ რიგადაა ჩამწკრივებული, რომელთა ბლოკი, მოედნის გასწვრივ, მცირედ წაგრძელებულ სწორკუთხედს ქმნის. შენობას, მთავარი, მოედნისკენ მიმართული ფასადის მიერ სიგრძეზე, ხის, გადახურული აივანი გასდევს. თვით აივანი დაყრდნობილია აგურით გამოყვანილ, მაღალ პოსტამენტზე შედგმულ, ოთხ, მრგვალ სვეტზე, რომლებიც პირველი სართულის წინ არსებულ ღია ტერასას ფარგლავს. აღმოსავლეთ მხარეს ტერასა ფარგლავს. აღმოსავლეთ მხარეს ტერასა მოზღუდულია კედლით, რომელშიც ბუხრის ნაშთია. მოპირდაპირე მხარეს კი - ღიაა. მეორე სართულზე ასასვლელი, ხის კიბე ტერასისვე ფარგლებშია მოწყობილი. შენობის ზურგი ყრუა. უკარ-სარკმლო. პირველი სართულის კარ-სარკმლებს შორის შედარებით დიდი ინტერვალებია დატოვებული, თვით სარკმლების პროპორცია - აზიდულია. II სართულის კარ-სარკმლები ერთი ტიპისაა- ბრტყელთავიანი. სარკმლების თავზე თაღია, რომელიც სიბრტყის ჩაღრმავებით არის მიღებული. თითოეულ თაღს, ორსაფეხურიან თაროზე დაყრდნობილი, ნახევარწრიული არქივოლტი ამკობს. სარკმლების ალათების ნახატი მარტივია. სახლის მხატვრული სახისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს აივანს, რომლის აჟურული მოაჯირი და თაღები რთული ნახატის სახეებს შეიცავს. თვით სვეტები რვაწახნაგაა. დასრულებულია მაღალი კაპიტელებით. მოაჯირი ფიცრულია, სახეები ფიცარშია ამოხერხილი. სახლი გადახურულია ღარისებრი კრამიტით დაბურული, ორკალთა სახურავით.

1979-1980 წლებში შენობას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი თ. გერსამია) აღდგა აივნის საყრდენი სვეტები, მთლიანად განახლდა აივანი, მეორე სართულზე ასასვლელი კიბე და სახურავი. 2011-2012 წლებში შენობას მეორედ ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. სახლი გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება