თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ჩოლოყაშვილის 69)
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში, ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (№ 69). აგებულია XIX საუკუნეში.
სახლი ორსართულიანია. ნაგებია აგურით. პირველი სართული სავაჭრო საქმიანობისთვის გამოიყენებოდა. ამ სართულის ფასადი ოთხი თაღით არის დანაწევრებული. მათ შორის ორი, რომლებიც სავაჭრო ნაწილს ეკუთვნის, სიდიდით თანაბარია. განაპირა თაღებიდან კი, ერთში, რომელიც ბევრად უფრო ვიწროა, კარია განთავსებული, მეორეში კი - ჭიშკარი. მეორე სართულს მთელ სიგრძეზე, დაკიდული, გადახურული ხის აივანი გასდევს, „კაპიტელებიანი“ სვეტები, ფიცრული მოაჯირით და სვეტებს შორის აჟურული დეკორით შემკული, მუზარადისებრი თაღებით, მშვილდისებრი თაღით არის დასრულებული აივანზე გამომავალი კარ-სარკმელების ღიბები. სახლის ფასადი, აივნის ზემოთ, აგურის, სწორკუთხა ფრონტონითაა დასრულებული, რომელიც აგურისავე წყობითაა მორთული.
2011-2012 წლებში სახლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი, არქიტექტორი დ. გივიშვილი).
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 116-117.