თელავის სავაჭრო რიგი (თეიმურაზ ბაგრატიონის 13)
თელავის სავაჭრო რიგი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს თეიმურაზ ბაგრატიონის ქუჩაზე (№ 13). აგებულია XIX საუკუნის პირველ ნახევარში.
შენობა ერთსართულიანია. სავაჭრო რიგის თაღოვანი ნიშები ქუჩის საყრდენ კედელშია დატანებული, რომელიც რიყის ქვით და კვადრატული აგურის შერეული წყობით არის ამოყვანილი, თავად სავაჭრო რიგი კი აგურისაა. თაღების პროფილები აგურისავე პილასტრებს ეყრდნობა. თითოეულ ნიშაში ერთი კარი და ორ-ორი სარკმელია ჩასმული ყოველ თაღში თითო-თითო სათავსია, განაპირა სათავსში შიდა კიბეა, რომელიც სავაჭრო რიგის ზემოთ მდებარე სახლის ეზოში ადის. ნაგებობას ეტყობა საბჭოთა პერიოდის შეკვეთების კვალი, ინტერიერი კი, თავდაპირველი სახით არის შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 84.