თელავის სავაჭრო რიგი (ბ. ჩოლოყაშვილის 54)

თელავის სავაჭრო რიგი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (№ 54) აგებულია XIX საუკუნეში. შენობა ერთსართულიანია ნაგებია აგურით. სახლის ინტერიერი სავაჭრო დანიშნულებას პასუხობს. ქუჩის პირა ოთახები დიდი ზომისა და ერთმანეთს კარებით უკავშირდება. მთავარი ფასადი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გამოდის იგი ოთხი თაღოვანი ნიშით არის დანაწევრებული ეზოს მხარეს ხის, ჭვირული აივანია. 2011-2012 წლებში შენობას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. სახლი გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა რედაქტირება