თელავის სავაჭრო რიგი (ბ. ჩოლოყაშვილის 18)
თელავის სავაჭრო რიგი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (№ 18). აგებულია XIX საუკუნის I ნახევარში.
შენობა ერთსართულიანია, ნაგებია კვადრატული აგურით, მთავარ ფასადზე აგურის პილასტრებზე დაყრდნობილ თაღებში ვიწრო თაღებია ჩასმული. ნაგებობასა და გვერდით სახლს შორის ჭიშკარია. ეზოს მხარეს სახლი ორსართულიანია. პირველი სართული ნახევარსარდაფია, რომლის წინ, მეორე სართულის ხის აივნის დასაყრდენი აგურის ოთკუთხა სვეტებით მოსაზღვრული ღია ტერესაა. ტერესაზე რამდენიმე ღიობი გადმოდის, კედელში ძველი თონის ნაშთია. მეორე სართულის ხის აივნიდან შემორჩენილი იყო მხოლოდ ფსევდოდროული მოტივით გაფორმებული სვეტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 84.