თელავის აკლდამა — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე. თარიღდება XVII საუკუნით. ნაგებობა გეგმით შიგნიდან წრიულია, გარედან რვაწახნაგა. შესასვლელი აღმოსავლეთითაა, თაღიანი კარი შესასვლელის ძირიდან სამიოდე მეტრით ქვევითა. დარბაზის ირგვლივ საფეხური შემოუყვება, აკლდამის გადამხურავი გუმბათი, შიგნით და გარეთ, სეგმანტურია. გუმბათის წვეროში სასანთლოხვრელია. გარედან წიბოებზე გამოყვანილია ნახევარწრიული პილასტრები, მათზე დაყრდნობილი თაღებით. ყოველ წახნაგზე თაღოვანი არე იფარგლება, რაშიც აგურისწყობა ფიგურულია. აქიტექტურული ფორმებით შენობა XVII საუკუნის ისლამური სამყაროს აკლდამების მსგავსია იგი როგორც ჩანს განკუთვნილი იყო წარჩინებული პირებისთვის.

ლიტერატურა რედაქტირება