თეიმურ ბაირამალიბეკოვი
თეიმურ-ბეკ მამედ-ბეკ ოღლუ ბაირამალიბეკოვი (აზერ. Teymur bəy Məmməd bəy oğlu Bayraməlibəyov; 22 აგვისტო, 1862, იედიოიმაყი, ლენქორანის რაიონი, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია — 2 სექტემბერი, 1937, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — ეთნოგრაფი, პედაგოგი, განმანათლებელი, გორის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული.
თეიმურ ბაირამალიბეკოვი | |
---|---|
აზერ. Teymur bəy Məmməd bəy oğlu Bayraməlibəyov | |
დაბ. თარიღი | 22 აგვისტო, 1862 |
დაბ. ადგილი | ბირინჯი-იედიოიმაყი, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 2 სექტემბერი, 1937 |
გარდ. ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანის სსრ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | ჟურნალისტი, ისტორიკოსი და პედაგოგი |
ალმა-მატერი | გორის საოსტატო სემინარია |
შვილ(ებ)ი | მარიამ ბაირამალიბეკოვა |
სამეცნიერო სფერო | ეთნგრაფი, ისტორიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებათეიმურ-ბეკი დაიბადა 1862 წლის 22 აგვისტოს ლენქორანის რაიონის სოფელ იედიოიმაყში. პირველი განათლება სოფლის მედრესეში მიიღო. ისწავლა ყურანის კითხვა და სპარსული ენა. ასევე სწავლობდა ლენქორანის 2-კლასიან რუსულ სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1875 წელს. შემდეგ სასწავლებლად გაგზავნეს ტფილისში ახლად გახსნილ პარამედიკურ სკოლაში. მისი აქ ყოფნის პერიოდში ფუნქციონირება დაიწყო გორის საოსტატო სემინარიის აზერბაიჯანულმა ფილიალმა. თეიმურ ბეკმა საბუთები შეიტანა სასწავლებელში და 1879 წელს სწავლა დაიწყო. ის იყო ერთ-ერთი პირველი სამი აზერბაიჯანელიდან, ვინც ამ სემინარიაში ჩააბარა.
სემინარიის დამთავრების შემდეგ ბაირამალიბეკოვმა დაიწყო მუშაობა ლენქორანის ერთ-ერთ რუსულ სკოლაში მასწავლებლად. პარალელურად მუშაობდა ლენქორანის რეგიონულ რეპორტიორად ბაქოში გამოქვეყნებულ რუსულენოვან გაზეთ „კასპიში“. 1903 წელს მან დაიწყო მოღვაწეობა სამოყვარულო თეატრში, სადაც ადგილობრივი მასწავლებლები თამაშობდნენ როლებს სხვადასხვა დადგმულ სპექტაკლებში. ეს იყო თეატრი, სადაც ჰუსეინ არაბლინსკიმ გამოავლინა თავისი ნიჭი 1905 წელს, სანამ გახდებოდა ცნობილი აზერბაიჯანელი მსახიობი[1].
თეიმურ ბაირამალიბეკოვი იყო მრავალი ისტორიული წიგნისა და სტატიის ავტორი.
1917 წელს ბაირამალიბეკოვი დაეხმარა თავის ქალიშვილს მარიამ ბაირამალიბეკოვას ლენქორანში რუსულ-მუსლიმური გოგონათა სკოლის დაარსებაში და მისი პირველი დირექტორი გამხდარიყო. 1918 წელს, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობისას იგი გახდა პარტია „მუსავათის“ რეგიონალური წარმომადგენელი ლენქორანში. მან მონაწილეობა მიიღო 1919 წელს აზერბაიჯანში ბრიტანეთის საოკუპაციო ძალებთან მოლაპარაკებებში. 1920 წელს აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ გადავიდა ბაქოში, სადაც მუშაობდა საშუალო სკოლის ინსტრუქტორად[2].
თეიმურ-ბეკი 1929 წლამდე განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და გარდაიცვალა 1937 წელს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Görkəmli maarif xadimi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-12. ციტირების თარიღი: 2023-08-31.
- ↑ Teymur bəy Bayraməlibəyov -ZİYALILIQ ZİRVƏSİNİN FATEHİ