თეიმურაზ რევაზიშვილი

თეიმურაზ რევაზიშვილი (დ. 30 იანვარი, 1943, თბილისი — გ. 14 სექტემბერი, 2016) — ქართველი ონკოლოგ-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

თეიმურაზ რევაზიშვილი
დაბადების თარიღი 30 იანვარი, 1943
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 14 სექტემბერი, 2016 (73 წლის)
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1967-1971 წლებში იყო გორის სამშობიარო სახლის ექიმი-მეან-გინეკოლოგი; 1971-1973 წლებში კლინიკური ორდინატურა გაიარა ლენინგრადის პეტროვის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით უნივერსიტეტში; 1973-1977 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკური კლინიკური ონკოლოგიური დისპანსერის გინეკოლოგიურ განყოფილებაში; 1977-1995 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის სხივური გინეკოლოგიის განყოფილების ექიმი, 1995 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროფ. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის სხივური გინეკოლოგიის განყოფილების გამგე. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომისა საშვილოსნოს ყელის, ტანისა და საშოს კიბოს პროფილაქტიკისა და მკურნალობის აქტუალურ საკითხებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1988 წელს „საშვილოსნოს ყელის ტაკვის კიბოს პროფილაქტიკა და მკურნალობა“.

ორგანიზაციის წევრი

რედაქტირება
  • კ. ვეფხვაძის სახელობის გინეკოლოგ-ონკოლოგთა საზოგადოება, წევრი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 239

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება