თეიმურაზ ჟორჟოლიანი
თეიმურაზ ჟორჟოლიანი (დ. 2 სექტემბერი, 1954, თბილისი) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი.
თეიმურაზ ჟორჟოლიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 სექტემბერი, 1954 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1978-1981 წლებში — კლინიკური ორდინატურა-ფტიზიატრია. 1982-1983 წლებში იყო ბავშვთა 23-ე პოლიკლინიკის პედიატრი. 1983-1985 წლებში იყო ბავშვთა მე-3 საავადმყოფოს პედიატრი. 1985-1991 წლებში იყო ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1991-2000 წლებში იყო ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“. 2000-2004 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინვალიდების სოციალური დაცვის სამმართველოს უფროსი.