თეიმურაზ ნერგაძე
თეიმურაზ ნერგაძე (დ. 29 იანვარი, 1954, ბაღდათი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოლოგი. საქართველოს ორი მოწვევის (2004, 2012) პარლამენტის წევრი.
თეიმურაზ ნერგაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 იანვარი, 1954 |
დაბადების ადგილი | ბაღდათი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფიარედაქტირება
1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1974-1976 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1978-1979 წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიის სტამბის მუშა. 1979-1980 წლებში „სსი ეტუ“ - ტექნიკოსი. 1989-1993 წლებში დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1998-2002 წლებში – სახალხო დამცველის აპარატის მთავარი სპეციალისტი და სახალხო დამცველის რწმუნებული. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “. 2012-2015 წლებში იყო სს „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- თეიმურაზ ნერგაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თეიმურაზ ნერგაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)