თეიმურაზ კუხიანიძე
თეიმურაზ მაქსიმეს ძე კუხიანიძე (დ. 8 ივლისი, 1934, თბილისი — გ. 29 აგვისტო, 1961, ტიან-შანი, მწვერვალი ჟენიშ-ჩოქუსუ) — ქართველი ალპინისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, იმავე ფაკულტეტზე მეცნიერ-მუშაკად დატოვეს. მრავალმხრივი სპორტსმენი, მისდევდა მძლეოსნობას, სათხილამურო სპორტს, ცურვაში იყო საქართველოს ჩემპიონი. ალპინიზმით 1952 წელს დაინტერესდა.
შესანიშნავი ფიზიკური მომზადების ნიჭიერი მთამსვლელი იმ დროს ჩატარებულ თითქმის ყველა ლაშქრობაში მონაწილეობდა და ორჯერ — 1957 წელს დარვაზის ქედის ტრავერსის, ხოლო 1960 წელს პამირის ზულუმარტისა და იმერალის ტრავერსების დალაშქრისათვის ჩემპიონის ტიტული მიენიჭა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 1956 წელს კი მოსკოვის პიკის დაპყრობისათვის ვერცხლის მედალი გადაეცა.
მისთვის უკანასკნელი დაპყრობილი მთიდან დაშვებისას, მოულოდნელი ავადმყოფობით გარდაიცვალა ცნობილი მთამსვლელი ილია გაბლიანი. ცოტა ხნის შემდეგ ციცაბო კედელს მოსწყდა თემურ კუხიანიძე და შემდეგ მოიერიშე ჯგუფის ხელმძღვანელი ჯუმბერ მეძმარიაშვილი, რომელიც გადარჩენილი მეგობრის ამოყვანის გზებს ეძებდა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 227, თბ., 1994