თეიმურაზ დავითაშვილი (ინჟინერი)

თეიმურაზ დავითაშვილი (დ. 19 აპრილი, 1919, ქუთაისი — გ. 2010) — ქართველი ინჟინერი, პედაგოგი.

1941 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. შრომითი საქმიანობის დაიწყო თბილისის ჩარხსაშენებელი ქარხნაში ტექნიკური სამსახურის კონტროლიორად. 1952-1988 წლებში იყო საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტის მინისტრი. მისი 36 წლის მინისტრობის პერიოდში ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში ამოქმედდა 200-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საწარმო, ავტოსარემონტო ქარხანა და დარგის სხვა თანმხლები ობიექტი. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის უცვლელი თავმჯდომარე. დიდი წვლილი მიუძღვის საავტომობილო დარგის პროფესიონალ ხელმძღვანელ მუშაკთა პლეადის აღზრდაში. საავტომობილო ტრანსპორტის დარგის სპეციალისტი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი.

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება