თეთრი გიორგის ეკლესია (დიღომი)
არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
თეთრი გიორგის ელესია — არქიტექტურული ძეგლი თბილისის სოფელ დიღომში, სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, მთაზე. შესასვლელის თავზე, მოზრდილ ნაცრისფერ ქვაზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის მიხედვით, ეკლესია 1863 წელს აუშენებია ვინმე ზაქარიას.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია საშუალო ზომის თლილი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც ერთი სარკმელია. თითო სარკმელი სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშა.დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ინტერიერში კედლები და კამარა შელესილია. ბათქაშის კვალი გარედანაც ეტყობა კედლებს. ეკლესიის ირგვლივ ძველი სასაფლაოა, აქ მრავლადაა XIX საუკუნის წარწერიანი და მარტივრელიეფიანი საფლავის ქვები.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაფრინდაშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 276-277.