თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
დეტალები | |
---|---|
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი გაყოფილია ოთხ ნაწილად.
- I ნაწილი — ლაჟვარდის ველზე გადაჯვარედინებული ოქროს მახვილი და ოქროს შურდული.
- II ნაწილი — მეწამულ ველზე ვერცხლის ბაშელიერი, რომელზეც გამოსახულია მეწამული ჯვარი.
- III ნაწილი — მეწამულ ველზე მარცხნიდან მარჯვნივ ტალღისებური, შემცირებული ვერცხლის ყაბიწი.
- IV ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ოქროს მშვილდ-ისარი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია კარიბჭით.
გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია დევიზი — „თეთრიწყარო“. მახვილი და შურდული მიანიშნებს დიდგორის ბრძოლაზე, ალამი — საბარათიანოს სადროშოზე, მშვილდისარი — სამშვილდეზე.