თეთრეკალა
თეთრეკალა (Lycium) — ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ეკლიანი ბუჩქების გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. აქვთ ჯგუფ-ჯგუფად ან მორიგეობით განლაგებული მარტივი, მთლიანი ფოთლები, ორსქესიანი ყვავილები, წვნიანი კენკრა ნაყოფი.
თეთრეკალა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Lycium barbarum | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Lycium | ||||||||||||
|
სამხრეთამერიკული გვარია. აერთიანებს 100-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში 1 სახეობა გვხვდება (Lycium barbarum); საკმაოდ გავრცელებული მცენარეა, იზრდება ხრიოკ ადგილებზე. დეკორატიულია, იყენებენ ცოცხალ ღობედ. თეთრეკალას ბევრი სახეობა გვალვაგამძლეა, ზოგიერთი ნიადაგის დამლაშებასაც იტანს.
გამოსადეგია ხრიოკი ადგილების გასამწვანებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 4, გვ. 638, თბ., 1979