თეზქერე
თეზქერე (არაბ. თაზქირა) — პოეტთა ანთოლოგია, რომელშიც მათ ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად მოთავსებულია რჩეული ნაწარმოებებიც. მასალა ნაწილდებოდა დინასტიური (მაგ., სამანიდთა, ღაზნევიდთა და სხვა ხანის პოეტები) ან გეოგრაფიული პრინციპის მიხედვით. თეზქერე შუა საუკუნეების სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ზოგი პოეტი ან თხზულება მხოლოდ თეზქერეს წყალობით შემორჩა ისტორიას. უძველესი თეზქერეა მუჰამად ავფის „ლუბაბ ალ-ალბაბი“ („გულთა გული“, XIII ს.), უახლესი — „მაჯმა ალ-ფუსაჰა“ („მჭევრმეტყველთა საკრებულო“) რეზა-ყულიხან ჰედიათისა (XIX ს.). მრავალრიცხოვან თეზქერთა შორის გამოირჩევა დავლათშაჰ სამარყანდის „თაზქირათ ლ-შოარა“ („პოეტთა ანთოლოგია“, XV ს.) და ალიშერ ნავოის „მაჯალის ალ-ნაფაისი“ („განძეულთა საკრებულო“, XV ს.).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 637.