თედოწმინდის ყორღანი
თედოწმინდის ყორღანი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში. აგებულია ძვ. წ. XXIV-XXII საუკუნეებში, ბრინჯაოს ხანის პერიოდში.
ქვაყრილის შემორჩენილი ნაშთის ქვეშ, ოთხკუთხა ფორმის დასაკრძალავი ორმო იყო გამართული, დამხრობილი აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე. მის იატაკზე აღმოჩენილია ოთხბორბლიანი ურმის ბორბლების კვალი. სახურავის ჩამონგრევის გამო დამარხული ინვენტარი და მიცვალებულის ჩონჩხის ნაწილები არეული იყო. აღმოსავლეთ კედელთან ნაპოვნია თიხის ჭურჭელი. ინვენტარი დაფიქსირდა ურმის ბორბლებს შორისაც. ესენია: ბრინჯაოს ყუნწიანი ისრისპირი, პირამიდულთავიანი ისრისპირი, ყუნწიანი სატევრისპირები და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24486