თედორობა
თედორობა, თევდორობა — ქრისტიანი წმინდანის თედორეს (თევდორეს) სახელობის დღე. მოდიოდა დიდმარხვის პირველი კვირის შაბათზე. წმ. თედორე ძველქართული წარმართული აგრარული ღვთაების მემკვიდრეა. თედორობა საქართველოს და ბალკანეთში ყოფამ შემოინახა, როგორც მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობისადმი, კერძოდ, ცხენისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო დღეობა. მას გადმონაშთის სახით შემორჩა თავდაპირველი, აგრარული ხასიათის მანიშნებელი უძველესი წარმართული წეს-ჩვეულებანი (რიტუალური ხვნა-თესვა, ლოცვა მოსავლის ბარაქიანობისათვის კერასთან, საცეხველთან და სხვა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ბრეგვაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 632.
- Брегвадзе Н. А., К. вопросу о характере одного из грузинских народных календарных праздников («Тедороба»), «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის», 1970, ტ. 15;