თედორე დომელას (დომენტის) ძე ლობჯანიძე (დ. 4 თებერვალი, 1906, სოფელი ღები, რუსეთის იმპერია – გ. 10 იანვარი, 1975, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ეკონომისტი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1970).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1933 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის 26 ბაქოელი კომისრის სახელობის კომუნისტური უნივერსიტეტი. 1933-1946 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1946-1950 წლებში იყო თსუ-ის პოლიტეკონომიის კათედრის თანამშრომელი, 1968-1973 წლებში ეკავა პროფესორის თანამდებობა, 1973 წლიდან იყო ამავე კათედრის კონსულტანტი.

ლობჟანიძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც ეხება კაპიტალისტურ კვლავწარმოებისა და სოციალიზმის გეგმაზომიერი განვითარების პრობლემებს. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939-1945). მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები.

  • გონებრივ და ფიზიკურ შრომას შორის არსებითი განსხვავების დაძლევის პრობლემა სსრ კავშირში, თბ., 1959;
  • შრომის მიხედვით განაწილება და მატერიალური დაინტერესების პრინციპი კომუნიზმის გაშლილი მშენებლობის პერიოდში, თბ., 1966.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება