თედორე ბეგიაშვილი
თედორე (თედო) მალაქიას ძე ბეგიაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1892, სოფ. ფანიანი, ახლანდელი სიღნაღის რაიონი ― გ. 21 ოქტომბერი, 1970, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი და პედაგოგი, ფოლკლორისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, ხოლო 1916 წელს იურევის (ახლანდელი ტარტუს) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. მასწავლებლობდა სკოლებში, ინსტიტუტებში. 1956 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში რუსული და ქართული ლიტერატურის კათედრაზე. ავტორია ფილოლოგიური, ფოლკლორისტული და პედაგოგიური-მეთოდოლოგიური გამოკვლევებისა. მათგან აღსანიშნავია: "ქართული სიტყვიერების ისტორია" (I ნაწილი - 1925, II - 1927, III - 1931). "ქართული ფოლკლორი" (1941) და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- არჯევანიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 264.