ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩა

(გადამისამართდა გვერდიდან თედორე აფანასიევის ქუჩა)

ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (საბარგოს დასახლება); ნოე ხომერიკის ქუჩიდან სერგი დურმიშიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 30-იან წლებში. ადრე საბარგოს დასახლების V ქუჩა ერქვა, შემდეგ თედორე აფანასიევის სახელი ეწოდა. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის განკარგულებით, თედორე აფანასიევის ქუჩის ერთ მონაკვეთს (სერგი დურმიშიძის ქუჩამდე) საზოგადო მოღვაწის ეკატერინე მელიქიშვილის სახელი ეწოდა,[1] მეორე ნაწილს კი (სერგი დურმიშიძის ქუჩიდან გიორგი შარვაშიძის ქუჩამდე) — ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძისა.[2]

ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
წინა სახელები საბარგოს დასახლების V ქუჩა, თედორე აფანასიევის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება