თევდორე (ღვთაება)

(გადამისამართდა გვერდიდან თედორე)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თევდორე.

თევდორე ანუ თედორექართულ მითოლოგიაში აგრარული ღვთაება; თავდაპირველად თაყვანს სცემდნენ, როგორც მიწათმოქმედების მფარველს, მოგვიანებით კი, როგორც ცხენების მფარველსაც. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღვთაების ხალხური კულტი თანამოსახელე ქრისტიანული წმინდანის (წმინდა თევდორეს) კულტს შეერწყა. თედორე ითვლება „დიდ მშრომელ-მიწათმოქმედად“ და მოიხსენიება, როგორც „დიდი ბატონი“. თედორეს ეპითეტი „შავი“, „შავგვრემანი“ მიწის შავ ფერს შეესაბამება. თედორეს ეძღვნება საგაზაფხულო კალენდარული დღესასწაული „თედორობა“, რომელიც დიდმარხვის პირველი კვირის შაბათს ემთხვევა. ამ დღეს აცხობდნენ სარიტუალო პურს სასოფლო-სამეურნეო იარაღების და ცხოველთა (ცხენების) გამოსახულებებით, აწყობდენ რიტუალურ თესვას.