თეა თოდუა
თეა თოდუა (დ. 1974) — ქართველი ინჟინერი და მეცნიერი. დაიბადა სოფელ ნოღაში, მარტვილის რაიონში. 1997 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ბიოსამედიცინო ტექნიკის სპეციალობით, ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა 1999 წელს, ხოლო ასპირანტურა 2002 წელს. მუშაობდა სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის კვლევითი ინსტიტუტის ტექინფორმის, ეკონომიკისა და მართვის განყოფილების ინჟინრად 1996-1999 წლებში. 2004 წელს მან მუშაობა გააგრძელა ხელოვანთა ინტელექტის დეპარტამენტში თაცდაპირველად ინჟინრად, შემდგომ დოცენტად, ხოლო 2006 წლიდან არის ამავე დასახელების მიმართულების ასოცირებული პროფესორი. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 3 სახელმძღვანელო და 2 მონოგრაფიაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ინჟინერი ქალები, თბ., 2008 გვ. 74-75