„თეატრი“საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველკვარტალური ჟურნალი, დაარსდა 1910 წელს თბილისში.

1910-1926 წლებში გამოიცემოდა სამხატვრო-სალიტერატურო ყოველკვირეული ჟურნალი სახელწოდებით „თეატრი და ცხოვრება“ — იუმორისტული განყოფილებით და კარიკატურებით. მისი პირველი რედაქტორ-გამომცემელი იყო იოსებ იმედაშვილი. (1914 წლიდან 1917 წლის მე-№12-მდე) ჟურნალს რედაქტორობდა ანა იმედაშვილი.[1]

1956-1990 წლებში ჟურნალი გამოდიოდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების მოამბის სახელწოდებით — „თეატრალური მოამბე“. ამ წლებში ჟურნალს რედაქტორობას უწევდნენ: მ. მრევლიშვილი, ნ. შვანგირაძე, შ. აფხაიძე, ოთარ ეგაძე, ბესარიონ ჟღენტი, აკაკი ხორავა, დოდო ანთაძე, ს. ჟღენტი, გიორგი ციციშვილი, ნოდარ გურაბანიძე, ნინო შვანგირაძე, ვასო გოძიაშვილი, გრიგოლ ფოფხაძე, ილია თავაძე, შალვა აფხაიძე, ნინო შვანგირაძე.[2]

1968 წლიდან ჟურნალს რედაქტორობს ერემია ქარელიშვილი (1983 წლამდე, № 1 (131) — 6 (136)). ჟურნალის რედაქტორი ხდება გურამ ბათიაშვილი 1989 წლიდან 2015 წლამდე. 2018 წლიდან ჟურნალი გამოიცემა სახელწოდებით - „თეატრი“ და მისი მთავარი რედაქტორია დავით ანდრიაძე. 2018 წლის 2 მაისიდან „საქართველოსთეატრალური საზოგადოების პარტნიორია - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - BAG“.[3]

2018 წლის N2 (310) ზაფხულის ნომერში დაბეჭდილია სტატიები: თემურ ქუთათელაძის, ელენე ქუთათელაძის, დონალდ რეიფილდის, ნათელა არველაძის, ნინო მაჭავარიანის, დავით ანდრიაძის, თეა კახიანის, გიორგი ყაჯრიშვილის, გუბაზ მეგრელიძის, ნოდარ გურაბანიძის, მარინა ბუზუკაშვილის ავტორობით. სტატიები შეეხება: ქართული კინოსა და თეატრის სფეროში მოღვაწე რეჟისორებისა და მსახიობების ოსტატობას, ქართული მოზარდმაყურებელთა თეატრის ისტორიას, რეცენზიებს სპექტაკლებზე, ქართველ სცენოგრაფთა ოსტატობას, პიესების თარგანებს.

2018 წლის ჟურნალ „თეატრის“ დიზაინერია ბესიკ დანელია. ყდაზე გამოსახულია ელენე ახვლედიანი. კოსტიუმის ესკიზი სპექტაკლისათვის „კომბლე“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჟურნალი „თეატრი“, 2018 წ. №2
  1. ჟურნალი „თეატრი“, 2018 წ, №2
  2. ჟურნალი „თეატრი“, 2017 წ, №3
  3. ჟურნალი „თეატრი“, 2018 წ. №2