თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნება
თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნება, დეკორაციის, კოსტიუმის, განათების საშუალებით სპექტაკლის შექმნის ხელოვნება. თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნება რეჟისორს ეხმარება სპექტაკლის შინაარსის სრულყოფილად გახსნაში, დადგმის ემოციური მხარის გაძლიერებაში. თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების განვითარება მჭიდროდ უკავშირდება თეატრისა და დრამატურგიის საერთო განვითარებას. თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ელემენტები (კოსტიუმი, ნიღბები, დეკორატიული ფარდები და სხვა) შედიოდა უძველეს ხალხურ წეს-ჩვეულებებში და თამაშებში. ძვ. ბერნულ თეატრში ძვ. წ. V საუკუნეში არსებობდა მოცულობითი დეკორაციები, შემდეგ ფერწერილიც შემოიღეს. ძვ. საბერძნეთის თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ტრადიციები აითვისეს ძვ. რომში, სადაც პირველად გამოიყენეს ფარდა. XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა იაპონურ ფეოდალურ-არისტოკრატიულ მუსიკალურ დრამებში სცენის უკანა კედელზე, ოქროსფერ ფონზე, გამოსახავდნენ ნაძვს - მრავალწლიანობის სიმბოლოს; მარცხნივ ორკექრისათვის განკუთვნილ ადგილას - სამ ნაძვს, XV საუკუნის დასასრულსა და XVI საუკუნის დასაწყისში იტალიაში, სადაც ახალი დრამატურგია ჩამოყალიბდა, გაჩნდა თეატრალური შენობის ახალი ტიპი, რომელმაც განსაზღვრა სცენის მოწყობის ხასიათი. თეატრალურ გაფორმებაში მონაწილეობდნენ უდიდესი მხატვრები - ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, ა. მანტენია, ფ. ბრუნელესკი და სხვა. შეიქმნა პერსპექტიული დეკორაციები, რომელსაც ხატავდნენ ჩ არჩოზე გადაჭიმულ ტილოზე. დეკორაციების ცალკეულ ნაწილებს ხისგან აკეღბდნენ (სახლის სახურავეიმ აივნები, სამრეკლოები და სხვა). ცნობილმა იტალიელმა დეკორატორმა და არქიტექტორმა ს. სერლიომ გამოიმუშავა დეკორაციის 3 ტიპი: ტაძრები, სასახლეები, თარები - ტრაგედიისათვის; ქალაქის მოედანი საცხოვრებელი სახლებით, დუქნებით, სასტუმროებით - კომედიისათვის; ტყის პეიზაჟი - პასტორალისათვის. ამ ეპოქის თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნებისთვის დამახასიათებელია სინამდვილის კონკრეტული ასახვისაკენ სწრაფვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 623—624.