თეატრალური მოედანი (დონის როსტოვი)
თეატრალური მოედანი (რუს. Театральная площадь) — ქალაქ დონის როსტოვის ცენტრალური მოედანი. მდებარეობს პროლეტარის რაიონში. მოედანზე მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის მთავარი სამმართველოს შენობა, მაქსიმ გორკის სახელობის როსტოვის აკადემიური დრამის თეატრი, ისეთი ცნობილი კომპანიების ოფისები, როგორიცაა მაგალითად სტელა-ბანკი.
ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის სამმართველოს შენობა (ვლადიკავკაზის რკინიგზის ყოფილი სამმართველო) წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს[1]. ნაგებობა აგებულია მოდერნის სტილში, მაგრამ ამავე დროს მის არქიტექტურაში და გაფორმებაში გამოყენებულია ეკლექტიკის მოტივები[2].
მოედანზე ასევე მდებარეობს როსტოვის განმათავისუფლებელთა სტელა. ძეგლი აღმართულია დონის როსტოვის 40-დღიანი განმათავისუფლებელი ბრძოლის აღსანიშნავად და ქალაქის მაცხოვრებლებსა და მის სტუმრებს მოუთხრობს ომის წლების ტრაგედიაზე. ძეგლის საზეიმო გახსნა გაიმართა 1983 წლის 8 მაისს[3]. ძეგლის სიმაღლეა 72 მეტრი და მის თავზე დამაგრებულია გემის კიჩოს მსგავსი მეტალის გამოსახულება, რომლის წინაც დამაგრებულია გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს ქანდაკება, ხოოლო შიდა მხარეს დამაგრებულია დიდი სამამულო ომის I ხარისხის ორდენის მაკეტი.
თეატრთან ახლოს შადრევნების ანსამბლია. სკულპტურული კომპოზიციის ავტორია ევგენი ვუჩეტიჩი. ეს არის კვადრატული აუზი, რომლის კვარცხლბეკზეც ცენტრშიც ოთხი ატლანტი დგას, რომელთაც უჭირავთ თასი, რომელზეც ზემოდან ჩამოედინაება წყლის ნაკადი. კომპოზიცია გარშემორტყმულია ბაყაყებისა და კუების ქანდაკებებით, რომელთა პირიდანაც ჰორიზონტალურად იფრქვევა წყლის ჭავლი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Театральная площадь в Ростов-на-Дону დაარქივებული 2010-12-12 საიტზე Wayback Machine. , Ростов-Гид
- Театральная площадь დაარქივებული 2012-11-03 საიტზე Wayback Machine. , Ростов-на-Дону, Туристский портал города
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
- ↑ Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — 2-е изд.. — Ростов-на-Дону, 2002. — С. 123. — ISBN 5-8456-0489-3.
- ↑ История ростовской Ники | Городской репортер