ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის სამმართველოს შენობა

ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის სამმართველოს შენობა (რუს. Здание управления Северо-Кавказской железной дороги) — ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის სამმართველოს შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს თეატრალურ მოედანზე. აგებულია 1911-1913 წლებში მოდერნის სტილში[1]. ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის სამმართველოს შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის სამმართველოს შენობა
რუს. Здание управления Северо-Кавказской железной дороги
კოორდინატები 47°13′37″N 39°44′49″E / 47.226886° ჩ. გ. 39.746919° ა. გ. / 47.226886; 39.746919
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი ა. ბუტკოვი, ნ. ვალტერი
ტიპი მოდერნი
დაწყების თარიღი 1911
დასრულების თარიღი 1913
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100044000

მისამართი: დონის როსტოვი, თეატრალური მოედანი № 4.

დონის როსტოვში მდებარე ვლადიკავკაზის (ამჟამად უკვე ჩრდილოეთ კავკასიის) რკინიგზის სამმართველოს არ ჰქონდა საკუთარი შენობა და იმყოფებოდა იჯარით აღებულ შენობაში[3]. XX საუკუნის დასაწყისში მიიღეს გადაწყვეტილება სამმართველოს ახალი შენობის აგების შესახებ. 1910 წელს გაიმართა შესარჩევი კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა არქიტექტორ ნ. ვალტერის პროექტმა. ნახაზების შედგენის სამუშაოებს ახორციელებდა სამოქალაქო ინჟინერი ა. ბუტკოვი[4]. რკინიგზის სამმართველოს შენობის ასაგებად გამოყვეს მიწის ნაკვეთი დონის როსტოვისა და დონის ნახიჩევანის საზღვარზე. მშენებლობა დაიწყო 1911 წელს და ძირითადი სამუშაოები დასრულდა 1913 წელს[3]. 1913 წლის 27 ოქტომბერს (ახ. სტ. 9 ნოემბერს)შედგა შენობის საზეიმო გახსნა და კურთხევა[5].

მშენებლობის დასრულების შემდეგ თავი იჩინა რამდენიმე პრობლემამ: ზოგჯერ არ მუშაობდა ტელეფონი, ასევე ემდუროდნენ სავენტილაციო სისტემის გაუმართაობას[5].

1930-იან წლებში შენობაში განათავსეს ვოროშილოვის რკინიგზის სამმართველო, მოგვიანებით ეწოდა ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის სამმართველო. მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა სამმართველოს სახურავი, ფანჯრები და კარი. 1948-1949 წლებში მიმდინარეობდა რემონტი. 2000-იანი წლების დასაწყისში გაარემონტეს ფასადი[4].

არქიტექტურა

რედაქტირება

ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის სამმართველოს შენობა იყო პირველი ნაგებობა თეატრალურ მოედანზე. იგი დომინირებდა გარშემო მდებარე მცირესარულიანი ნაგებობების ფონზე[6]. ნაგებობა აგებულია მოდერნის სტილში, მაგრამ ამავე დროს მის არქიტექტურაში და გაფორმებაში გამოყენებულია ეკლექტიკის მოტივები[7].

შენობა ოთხასრთულიანია და აქვს შიდა ეზო. ფანჯრის ღიობები ოვალურია. პირველი სართული რუსტირებულია[1].

  1. 1.0 1.1 Кукушин B. C. Архитектура стиля "модерн" // История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГО, 1995. — 275 с. — ISBN 5-88616-027-2.
  2. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
  3. 3.0 3.1 Виталий Трифонович Сидоренко. Ровесник железной дороги. Донской временник. ციტირების თარიღი: 2013-11-22.
  4. 4.0 4.1 Вера Волошинова. 100 мест: Железнодорожный модерн. werawolw.ru. ციტირების თარიღი: 2013-11-22.
  5. 5.0 5.1 Александр Харченко. (2013-11-14) Рождение здания управления железной дорог. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-19. ციტირების თარიღი: 2013-11-22.
  6. Беленький Г. Л. Ростов-на-Дону. Город у Тихого Дона. — Ростов-на-Дону: Сигма, 2005. — С. 137. — ISBN 5-944-67005-3.
  7. Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — 2-е изд.. — Ростов-на-Дону, 2002. — С. 123. — ISBN 5-8456-0489-3.