თბილისური ეზო
თბილისური ეზო (ასევე იტალიური ეზო) — ქალაქ თბილისისთვის დამახასიათებელი სოციალურ-კულტურული სივრცე, რომელიც სპეციფიკური არქიტექტურის ეზოებში წარმოიშვა. კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი თბილისურ ეზოს ახასიათებს, როგორც „სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ოჯახების თანაცხოვრებით“ თბილისში წარმოშობილ სივრცეს.[1]
თბილისური ეზოების უმეტესობა, რომელიც თბილისში გვხვდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქალაქის განუმეორებელ არქიტექტურულ იერსახეს.[1]
თბილისური ეზოს ერთ-ერთი კარგად შემონახული მაგალითია მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი N148.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 რატომ ეწოდა თბილისურ ეზოს იტალიური (?)[მკვდარი ბმული] – კულტუროლოგის განმარტება, 10/07/2017