თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის საწარმო-ტექნიკური და მეთოდური დაწესებულება. დაარსდა 1965 წელს ამ სამსახურის სამართველოს მეტეოლოგიური, ჰიდრომეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური რეჟიმის შემსწავლელი სექტორების ბაზაზე თბილისის ჰიდრომეტეოლოგიური ობსერვატორია შეისწავლის რესპუბლიკის ტერიტორის ჰიდრომეტეოროლოგიის რეჟიმს, ხელმძღვანელობს რესპუბლიკის ქსლის ჰიდრომეტეოროლოგიურ, ობსერვატორიების, სადგურების და საგუშაგოების მუშაობას, განაზოგადებს მათ მიერ შეკრებილ ჰიდრომეტეოლოგიურ დაკვირვების მასალას და გამოსცემს მათ ყოველთვიურობას, წელიწდეულობისა და ცნობარების სახით. რეჟიმული ჰიდრომეტეოროლოგიური მასალით უზრუნველყოფს სამხედრო სამსახურს სახელმწიფო, სამეურნეო, სამხედრო უწყებისა და სხვა ორგანიზაცია დაწესებულებებეს. თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიას აქვს მეტეოროლოგიური, ჰიდრომეტეოროლოგიური, კლიმატის, აგრომეტეოროლოგიური, გარემოს გაჭუჭყიანებაზე დაკვირვებისა და კონტროლის, აგრეთვე ჰიდრომეტეფონდისა და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის მონაცემების მანქანური დამუშავების განყოფილებები.

ლიტერატურა

რედაქტირება